სასტუმრო სავანე

ქობულეთი შავი ზღვისპირეთის ლამაზი, პატარა ქალაქია, გამორჩეული თავისი ტრადიციებით სტუმართმოყვარეობით, უნიკალური კლიმატური საკურორტო ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იოდიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზით და ცივი ზღვით. და სწორედ ამ ქალაქში დ.ამღმაშენებლის ქ. 362-ში მდებარეობს სილამაზით გამორჩეული, სიმწვანეში ჩაფლული, კოხტა, სამსართულიანი სასტუმრო სავანე. სასტუმრო ფუნქციონირებს 2002 წლიდან. 2006 წელს სასტუმროს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სასტუმროს აქ 25 2-3-4 ადგილიანი კომფორტული ნომერი , აქედან ლუქსის ტიპის 40 კაციანი საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს ყველა ნომერი უზრუნველყოფილია ცივი და ცხელი წყლით. დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საერთაშორისო ტელეფონით და ინტერნეტით. ნომერს აქვს ინდივიდუალური სველი წერტილი, ტელევიზორი საკაბელო ხაზით და ფართო აივნით. სასტუმროს აქვს რესტორანი, კაფე-ბარი, რომელიც ემსახურება კომპლექსურ კვებას, ასევე კერძო შეკვეთებს. აქ დამსვენებელს შეუძლია დააგემოვნოს ქართული და ევროპული უგემრიელესი კერძები. სასტუმროს ემსახურება 15 კაციანი მაღალ კვალიფიციური მომსახურე პერსონალი. ეგზოტიკის მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს კუთვნილი ნავით, თევზაობის ან გასეირნების მიზნით. სასტუმროს შიდა ბარის ფართი შეადგენს 1500კვ.მ. აქ ხარობს ისეთი ეგზოტიკური მცენარეები როგორიცაა პალმები, ჰორტენზია, პასიფოლორა, დრაცანა და ულამაზესი ყვავილები. ეზოს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს ლამაზი აუზი ხელოვნური ჩანჩქერით, ლამპიონები, სიმწვანეში ჩაფლული პატარა ლამაზი ფანჩატური. სასტუმრო სავანეში წყნარ ოჯახურ გარემოში გატარებული დღეები თქვენი ცხოვრების ულამაზეს მოგონებად დარჩება.

გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
- 2 ლუქსი
- 25 ორადგილიანი ნომერი
- საკონფერენციო დარბაზი
- ბიზნესცენტრი
- კაფე-ბარი
- ავტოტრანსპორტი
- ექსკურსიები
- ინტერნეტი
- ბასეინი პატარებისთვის
- ავტოსადგომი
- დაცვა 

ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook