სანატორიუმი კოლხიდა
სასტუმრო „კოლხიდა“ უშუალოდ სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს. სასტუმროში განთავსებულია 91 ნომერი. აქედან 76 სტანდარტული, 12 ლუქსი და 3 აპარტამენტია.

სასადილო დარბაზი გათვლილია 160 კაცზე. კაფე–ბარი უზრუნველყოფილია მუსიკის ცოცხალი შესრულებით. სასტუმროს აქვს ბუნგალო და საუკეთესო ეზო ფიჭვნარით.

სასტუმროში გართობისა და განტვირთვის ყველა საშუალებაა. მოწყობილია ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნები. შეგიძლიათ ისიამოვნოთ ეზოს ჭადრაკით, ბილიარდით, მაგიდის ჩოგბურთით და კომპიუტერული თამაშებით. სასტუმროს აქვს დიდი დარბაზი, სადაც შესაძლებელია კულტურული ღონისძიებების, სემინარებისა და კონფერენციების მოწყობა.

სასტუმროში უზრუნველყოფილია სამედიცინო დახმარება. თვენს განკარგულებაში იქნება საკაბელო ტელევიზია. თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებენ პროფესიონალი მაშველები და საღეღამისო დაცვა. სასტუმროში არის ავტოსადგომი და სამრეცხაო.
ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook