სასტუმრო აიეტის სასახლე

 

სასტუმრო მდებარეობს ქუთაისში, ქალაქმუზეუმის ტერიტორიაზე, ცნობილი თეთრი ხიდიდანორასიოდე მეტრის დაშორებით. შესაძლოა სწორედ აქ, ამ ადგილზე, იდგა კოლხეთის დიდი მეფის, ჰელიოსის ძის მრისხანე აიეტის სასახლე. ძველბერძნული ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ სწორედ ქუთაისში (ანუ ძველ კუტაიაში), 3300 წლის წინ, მდინარე რიონის (ფაზისის) ნაპირს მოადგა ოქროს საწმისის მაძიებელი არგონავტების რაზმი, იაზონის მეთაურობით.

სასტუმროს შენობა წააგავს კიდეც ძველ კოლხურ ციხესიმაგრეს. შენობა აგებულია ადგილობრიბი გრანიტითა და აგურით, ხოლო სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია ხის კოჭებითა და ხის იატაკით. ხის მასალის გამოყენება ქმნის ჯანმრთელ გარემოს და ზრდის შენობის სეისმურ უსაფრთხოებას. სატუმროს ინტერიერი გაფორმებულია კედელში ნაკვეთი, კოლხეთში არგონავტების მოგზაურობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ცნობილი ილუსტრაციებით.

სასტუმრო „აიეტის სასახლე“ გამოირჩევა ინდივიდუალური მომსახურეობითა და კლასიკური ელეგანტურობით, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო ქუთაისში. ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ მყუდრო, კომფორტაბელურ ნომრებსა და მრავალფეროვან გემრიელ კერძებს, ქართული უნიკალური ღვინოების ფართო ასორტიმენტსა და საუკეთესო შესაძლებლობებს სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად.

 სასტუმრო „აიეტის სასახლე“ გთავაზობთ საუკეთესო დასვენებასა და გართობას.
ჰარმონიული თბილი ტონის მასალებით მოპირკეთებული ოთახები ქმნის კომფორტულ გარემოს. ბუნებრივი გრანიტით მოპირკეთებული ნათელი სააბაზანო ოთახები აღჭურვილია თმის საშრობით, გამადიდებელი სარკეებით და სააბაზანო ხალათებით.

           ყველა ნომერში ჩართულია სატელიტური ტელევიზია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ტელეფონი. ნომერში არის კონდიციონერი, მაცივრი მინიბარით, სამუშაო მაგიდა, მოხერხებული სავარძლები და ყველა სხვა აუცილებელი აქსესუარები.

            სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ ნომრები ორ ადგილიანი საწოლით ან ორი ერთადგილიანი საწოლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი საწოლის დადგმა.

საკონფერენციო დარბაზი განკუთვნილია 30 პერსონაზე. სასტუმროს მე-4 სართულზე განლაგებულია კომპლექსი საქმიანი შეხვედრებისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის ცენტრის ამ ნაწილში განლაგებულია მხოლოდ ორი და სამსართულიანი შენობები, სასტუმროს მე-4 სართულიდან იშლება ქალაქის ისტორიულ უბნის შესანიშნავი ხედი. კომლექსში შედის ერთი მცირე დარბაზი -იმერული ოდის მსგავსი, მიმდებარე ზამთრის ბაღითა და აივნით. აივანი მოწყობილია იმერული ეზოს მსგავსად ჭურებით, ბუხრითა და სხვა აქსესუარით.

რესტორანი, ბარი და საბანკეტო დარბაზი განლაგებულია სასტუმროს პირველ სართულზე, ხოლო იმერული რესტორანი, ზამთრის ბაღით, მდებარეობს მეოთხე
ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook