ტური გუდაურში
 1 დღე
ჩამოფრენა თბილისში , ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში.
დასვენება.წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულება. მეტეხი , ანჩისხატი ( VI ს.) ნარიყალას ციხესიმაგრე . შემდეგ მშვიდობის ხიდი , რომელიც არქიტექტურის სირთულის მიხედვით არის მეოორე მსოფლიოში
 შემდეგ ავალთ მთაწმინდაზე , ვნახავთ პანთეონს ქართველი საზოგადო მოღვაწეების . ფუნიკულიორს , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი ქალაქის.
ღამისთევა თბილისის სასტუმროში


2 დღე
გამგაზვრება კახეთში
წავალთ ახალი გომბორის უღელტეხილის გზით , გავჩერდებით უჯარმას ციხე–სიმაგრესთან . შემდეგ მოვინახულებთ ახალ და ძველ შუამთას , დავტკბებით მათი სილამაზით ჩავალთ თელავში – კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრში. შემდეგ მოვინახულებთ ქართული სამონასტრო კომპლექსის რამდენიმე ძეგლს : ალავერდი , იყალთო , გრემი , ნაფარეული  ღამისთევა თბილისში


3-7 დღე
საუზმე სასტუმროში , გამგაზვრება გუდაურში , გზად გავჩერდებით მცხეთაში
საუზმე სასტუმროში და გამგაზვრება მცხეთაში , რომელიც არის ქალაქი მუზეუმი  და შესულია UNESCO –ს ძეგლთა დაცვის ფონდში . მოვინახულებთ ჯვარს (IV ს.) შემდეგ სვეტიცხოველი ( (VI-XI ს) და სამთავროს მონასტერი
ჩასვლა გუდაურში
სამთო – სათხილამურო კურორტი გუდაური მდებარეობს დიდი კავკასიონის ფერდობზე საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარედ. დეკემბერ-აპრილში თოვლის სისქე 2 მეტრს აღწევს. არანაკლებ საინტერესოა გუდაური ზაფხულში: გრილი მთის ჰაერი, ხელუხლებელი ბუნება, ექსკურსიები ვერტმფრენით, ლაშქრობები, გასეირნება ცხენით, თევზაობა მთის მდინარეებზე, რაფტინგი და ა.შ. 

მოთხულამურეების განკარგულებაშია: მარკირებული, მსოფლიო სტანდარტების დონეზე 2000-3000 მეტრზე მოწყობილი სათხილამურო ტრასები. დონეთა სხვაობა მერყეობს 1000 მეტრის ფარგლებში. სრიალი ვერტმფრენიდან (Heliskiing) - შესაძლებელია 3800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.


8 დღე
საუზმე სასტუმროში , ჩასვლა თბილიში და ტრანსფერი აეროპორტში.

ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook