კლასიკური ტური 3

1 დღე

ჩამოფრენა თბილისში , დახვედრა აეროპორტში და გამგზავრება ქუთაისში.

გზად შევივლით მცხეთაში , შემდეგ გორში , სადაც მოვინახულებთ სტალინის მუზეუმს. მეორე გაჩერება იქნება ბორჯომში , გავსინჯავთ ბორჯომის მინერალურ წყალს.

შემდეგ დავათვალიერებთ სურამს, სურამის ციხე–სიმაგრეს.

ჩავალთ ქუთაისში – იმერეთის დედაქალაქში

განთავსება სასტუმროში



2 დღე

საუზმე სასტუმროში , ექსკურსია ქუთაისში . მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს , მოწამეთას , გელათის აკადემიას , რომელის დაარსა მედე დავით აღმაშენებელმა. ვეწვევით სათაფლიის გამოქვაბულს ( დინოზავრის ნაკვალევი)

ვივახშმებთ ქართულს ტრადიციულ რესტორანში და გავისეირნებთ ღამის ქალაქში.

ღამისთევა ქუთაისში


3 დღე

 საუზმე სასტუმროში . ამ დღეს მოვინახულებთ სამეგრელოს . გზად ვერ გამოვტოვებთ ქ. ხონს , და ასევე მარტვილს , სადაც სწავლობდა და გაიზარდა ქართველი მერე დავით აღმაშენებელი. შემდეგ მოვინახულებთ ანტიკურ ქალაქს . ვეწვევით ზუგდიდს . ექსკურსია ქალაქში , სადაც შეგვხვდება უამრავი სკვერი , პარკი. მოვინახულებთ დადიანების სამეფო სასახლეს (XIXს. ) დადიანების ბოტანიკურ ბაღს .

ვივახშმებთ და დავბრუნდებით ქუთაისში


4 დღე

საუზმე სასტუმროში. გავემგზავრებით შავიზღვისპირეთში – აჭარაში , გავივლით ქობულეთს.პირველად მოვინახულებთ ბოტანიკურ ბაღს , რომელიც დაფუძნებულია 1912 წელს .

ბათუმი– აჭარის გული , ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი , ბულვარის სიგრძეა 12 კმ. და წელს მიაღწევს 20 კმ.ს ევროპაში ყველაზე გრძელი და ლამაზი ბულვარია!
დავათვალიერებთ ბათუმის ცენტრს , ვეწვევით აჭარის მუზეუმს. შემდეგ გავემგზავრებით სარფში ( საქართველოსა და თურქეთის საზღვარი) ხოლო უკანა გზაზე გამოვივლით გონიოს ციხე–სიმაგრეში
საღამოს დავტკბებით მოცეკვავე შადრევნების შოუთი 
განთავსება და ღამისთევა ბათუმში

5 დღე

თავისუფალი დღე , დასვენება


6 დღე

დაბრუნება თბილისში. გზად შევივლით მესხეთის რეგიონში , მოვინახულებთ ხერთვისის ციხე–სიმაგრეს , ვარძიას.

შემდეგ გამოვივლით მცხეთაში. მცხეთა – ახალი იერუსალიმი , საქართველოს უძველესი დედაქალაქი .  დავიწყებთ სვეტიცხოვლის მონახულებით , რომელიც არის საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის სიმბოლო . მოვინახელბთ სამთავროს მონასტერს , სადაც მეოთხე საუკუნეში დასახლდა წმინდა ნინო კაპადოკიიდან და გააქრისტიანა საქართველო . სადილი . საღამოს მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს. ღამისთევა თბილისში.


7 დღე

საუზმე სასტუმროში და გამგზავრება კახეთში .ექსკურსია გურჯაანში , ყველაწმინდას ტაძარი . გურჯაანში გავსინჯავთ ღვინოს პირდაპირ ქვევრიდან

შემდეგ გადავინაცვლებთ სიღნაღში – სიყვარულის ქალაქში .
მოვინახულებთ ბოდბეს დედათა მონასტერს . დაბრუნება თბილისში


8 დღე

თბილისი დღე – წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულება. მეტეხი , ანჩისხატი ( VI ს.) ნარიყალას ციხესიმაგრე . შემდეგ მშვიდობის ხიდი , რომელიც არქიტექტურის სირთულის მიხედვით არის მეოორე მსოფლიოში.

შემდეგ ავალთ მთაწმინდაზე , ვნახავთ პანთეონს ქართველი საზოგადო მოღვაწეების . ფუნიკულიორს , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი ქალაქის.


9 დღე

გამგზავრება , ტრანსფერი აეროპორტამდე


 


ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook