კლასიკური ტური 1
 1 დღე 
ჩამოფრენა თბილისში , ტრანსფერი , განთავსება სასტუმროში . დასვენება.წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულება. მეტეხი , ანჩისხატი ( VI ს.) ნარიყალას ციხესიმაგრე . შემდეგ მშვიდობის ხიდი , რომელიც არქიტექტურის სირთულის მიხედვით არის მეოორე მსოფლიოში
 შემდეგ ავალთ მთაწმინდაზე , ვნახავთ პანთეონს ქართველი საზოგადო მოღვაწეების . ფუნიკულიორს , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი ქალაქის.


2 დღე
საუზმე სასტუმროში . გამგზავრება კახეთში . წავალთ ახალი გომბორის უღელტეხილის გზით , გავჩერდებით უჯარმას ციხე–სიმაგრესთან . შემდეგ მოვინახულებთ ახალ და ძველ შუამთას , დავტკბებით მათი სილამაზით ჩავალთ თელავში – კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრში. შემდეგ მოვინახულებთ ქართული სამონასტრო კომპლექსის რამდენიმე ძეგლს : ალავერდი , იყალთო , გრემი , ნაფარეული. ღამისთევა თელავში


3 დღე 
 კახეთის ბაზრის მონახულება , ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლის დათვალიერება წინანდალში , ღვინის დეგუსტაცია  .  შემდეგ ექსკურსია გურჯაანში , ყველაწმინდას ტაძარი . გურჯაანში გავსინჯავთ ღვინოს პირდაპირ ქვევრიდან
შემდეგ გადავინაცვლებთ სიღნაღში – სიყვარულის ქალაქში .
მოვინახულებთ ბოდბეს დედათა მონასტერს . დაბრუნება თბილისში .


4 დღე
გამგზავრება ყაზბეგში , საქართველოს მაღალმთიან რეგიონში . პირველი გაჩერება იქნება მცხეთაში , სადაც მოვინახულებთ სვეტიცხოველს ( XI ს.) სამთავროს , ავალთ ჯვრის მონასტერზე ( V  ს.)
ვისადილებთ რესტორანში. შემდეგ გავაგრძელებთ გზას ანანურის მონასტრამდე . დავინახავთ ცნობილ გუდაურის კურორტს, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2195 მ. სიმაღლეზე.
გავაგრძელებთ გზას სტეფანწმინდისკენ ( ყოფილი ყაზბეგი ) . ღამისთევა სასტუმროში


5 დღე
საუზმე სასტუმროში . მოვინახულებთ გერგეთის სამებას (XIIIს .) რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2170 მ. სიმაღლეზე , ასევე ვნახავთ სნოს ციხე–სიმაგრეს. ფშავში ვეწვევით ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმს. მოვინახულებთ ბაზალეთის ტბას და დავბრუნდებით სასტუმროში.


6 დღე
საუზმე რესტორანში და გამგზავრება ბორჯომში , სადაც მივირთმევთ ბორჯომის მინერალურ წყალს. განთავსება სასტუმროში , ღამისთევა ბორჯომში


7დღე
საუზმე სასტუმროში და აწყურის ციხე–სიმაგრის დათვალიერება 11 ს. ახალციხის მუზეუმი. შემდეგ ვნახავთ ვარძიას . ღამისთევა ახალციხეში


8დღე
მივემგზავრებით მაღალმთიან რეგიონში – რაჭაში. მოვინახულებთ ნიკორწმინდას (11ს.) და ბარაკონს ( 18ს.) ღამისთევა ამბროლაურში


9დღე
ქუთაისი – მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს , მოწამეთას . საღამოს დავათვალიერებთ გელათის მონასტერს, რომელიც ააშენა დავით აღმაშენებელმა . ღამისთევა ქუთაისში


10 დღე
გამგზავრება აჭარაში . პირველად მოვინახულებთ ბოტანიკურ ბაღს , რომელიც დაფუძნებულია 1912 წელს .
ბათუმი– აჭარის გული , ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი , ბულვარის სიგრძეა 12 კმ. და წელს მიაღწევს 20 კმ.ს ევროპაში ყველაზე გრძელი და ლამაზი ბულვარია!
დავათვალიერებთ ბათუმის ცენტრს , ვეწვევით აჭარის მუზეუმს. შემდეგ გავემგზავრებით სარფში ( საქართველოსა და თურქეთის საზღვარი) ხოლო უკანა გზაზე გამოვივლით გონიოს ციხე–სიმაგრეში
საღამოს დავტკბებით მოცეკვავე შადრევნების შოუთი 
განთავსება და ღამისთევა ბათუმში


11 დღე
ვეწვევით ზუგდიდს , ექსკურსია ქალაქში , სადაც შეგვხვდება უამრავი სკვერი , პარკი. მოვინახულებთ დადიანების სამეფო სასახლეს (XIXს. ) დადიანების ბოტანიკურ ბაღს  .შემდეგ გავემგზავრებით მაღალმთიან მესტიაში . ვახშამი და განთავსება მესტიაში.


12 დღე
ქართველი ცნობილი ალპინისტის მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმის და ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება  . გამგზავრება სოფელ უშგულში – ზღვის დონიდან 2200 მ. 
 მუზეუმი ღია ცის ქვეშ . დავინახავთ თეთნულდის მწვერვალებს (4852მ) და უშბას(4700მ)  სადილი უშგულში . შემდეგ მოვინახულებთ უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და უძველეს ლამარიის ტაძარს (9ს.). ღამისთევა უშგულში


13 დღე
დაბრუნება თბილისში  . ტრანსფერი აეროპორტამდე
 
ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook