ტური 2

1 დღე

ჩამოფრენა თბილისში , ტრანსფერი და განთავსება სასტუმროში


2 დღე

საუზმე სასტუმროში და გამგზავრება კახეთში , ეკსკურისა დავითგარეჯში .  

"დავით გარეჯი" და "იოანე ნათლისმცემელი" ერთმანეთისაგან რამოდენიმე კილომეტრით დაცილებული კლდეში ნაკვეთი ბერების საცხოვრებელი სამონასტრო კომპლექსებია,  

სადაც საუკუნეების განმავლობაში ათასობით ბერი მოღვაწეობდა. ისტორიაში ცნობილია მუსულმანი მხედართმთავრების მიერ ამ სამონასტრო კომპლექსების დაპყრობა და აწიოკება, 

როდესაც მარტო ერთ დღეს ქრისტიანობისათვის თავი შესწირა 5000 ბერმა, რომელთაც სარწმუნოების შეცვლას სთხოვდნენ. 

ბერების კელიები მოხატულია შუასაუკუ

ნეების დროინდელი ფრესკებითა და ორნამენტებით.

 

 

 

დაბრუნება თბილისში.

 

3 დღე

საუზმე სასტუმროში და გამგავრება ქვემო ქართლში .  დმანისი – საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი წარსულის მქონე ადგილი – უკვე მთელ მსოფლიოშია ცნობილი. იგი ასეთი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა უძველესი ადამიანის ნაშთები. 

დაბრუნება თბილისში


4 დღე

საუზმე სასტუმროში და გამგზავრება ძალისში .ქალაქი ძალისი - ანტიკური ხანის ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, მუხრანის ველზე (ახლანდელი სოფელ ძალისის ადგილზე, მცხეთის რაიონი). პირველად მოხსენიებული აქვს ძვ. წ - აღ ის II საუკუნეში ბერძენ გეოგრაფს პტოლემეს.  I - IV  საუკუნეებში მუხრანის მხარის (ქვეყნის) პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი იყო.  IV  საუკუნეში განიცდის დაცემას.  VI - VII  საუკუნეების მიჯნაზე ძალისში ცხოვრება განახლდა.  VIII საუკუნის 30 - იან წლებში, საქართველოში არაბი სარდლის მარვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუ) ლაშქრობის დროს  ძალისი გაპარტახდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში სოფელია. 1964 წელს ძალისში მიაკვლიეს ანტიკური ხანის გორანამოსახლარს; 1974  წ -დან ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ჰათხრებმა გამოავლინა ქალაქის ნაგებობათა ნაშთები.

 გორი– სტალინის მუზეუმის დათვალიერება , უფლისციხე

შემდეგ ბორჯომი , ბორჯომის პარკის მონახულება .

ღამისთევა ბორჯომში


5 დღე

 

საუზმე სასტუმროში და ვარძიაში ეკსკურსია . ვარძია - ლეგენდარული თამარის საყვარელი რეზიდენცია იყო. მხოლოდ მისი საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა 366, რის გამოც მის საძინებელს მტერი ვერასდროს ვერ პოულობდა. უნიკალურია სათათბირო დარბაზების აკუსტიკური სისტემა. ვარძია ამავე დროს ძლიერი ციხე-სიმაგრის როლსაც თამაშობდა. იგი ფხიზელ გუშაგად იდგა მტკვრის ხეობის სამხრეთიდან მომავალ გზაზე. ვარძია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურულ ძეგლთა სიაში, როგორც ერთერთი უნიკალური ქვაში ნაკვეთი ქალაქი.

გამგზავრება ბათუმში , განთავსება სასტუმროში . ბულვარში გასეირნება , მოცეკვავე შადრევნების შოუ.


6 დღე

საუზმე სასტუმროში და გამგავრება სარფში (საქართველო–თურქეთის საზღვარი) უკანა გზაზე მოვინახულებთ გონიოს ციხე –სიმაგრეს.

შემდეგ გავემგზავრებით ქ. ვანში – იმერეთის რაიონში , მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ანტიკური ნაქალაქარი, რომელიც 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში

ჩასვლა ქუთაისში , ვახშამი და განთავსება სასტუმროში


7 დღე

საუზმე სასტუმროში და ქუთაისის ღირსშესანიშნაობების გაცნობა .

ბაგრატის ტაძარი -  (XI ს) არქიტექტურული ძეგლი ქუთაისში. დღეისათვის მხოლოდ ამ ეკლესიის ნანგრევები არის შემორჩენილი.

გელათის სამონასტრო კომპლექსი -  გელათი შეიცავს ღვთისმშობლის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის ეკლესიებს.  გელათის აკადემია იყო კულტურული და სასულიერო ცენტრი. გელათის სამონასტრო კომპლექსი დააარსა მეფე დავით აღმაშენებელმა XII ს.-ში. ტაძარში შემორჩენილია დავით აღმაშენებლის პორტრეტი და მეფის საფლავიც ტაძრის შესასვლელშივეა. ტაძარში ასევე შემონახულია XII ს-ის მოზაიკური ხატი  "ღვთისმშობელი ბავშვით".

მოწამეთა მონასტერი -  (VIII-XI სს.) მდებარეობს ორ მდინარის შუა, ქუთაისის მახლობლად. VIII ს-ში. აქ ძმები კონსტანტინე და დავით მხეიძეები არაბებმა მოკლეს, რადგან უარი განაცხადეს ისლამის მიღებაზე. ძველი ეკლესია დაინგრა. ამჯამინდელი ეკლესია აშენებული იქნა მეფე ბაგრატის მიერ XI ს-ში. მოწამეთა მონასტერი ნიშნავს
“მონასტერი წამებულთათვის”. ძმების წმინდა ნაწილები ინახება  მონასტერში.

სათაფლიის კასტრული მღვიმე-  ცნობილია იმით, რომ აქ აღმოჩენილია დინოზავრის ნაკვალევი.

საღამოს დაბრუნება თბილისში

 

8 დღე

საუზმე სასტუმროში და გამგავრება მცხეთაში ,რომელიც არის ქალაქი მუზეუმი  და შესულია UNESCO –ს ძეგლთა დაცვის ფონდში . მოვინახულებთ ჯვარს (IV ს.) შემდეგ სვეტიცხოველი ( (VI-XI ს) და სამთავროს მონასტერი.

 

ღირსშესანიშნაობების დათვალირების შემდეგ ვახშამი ქართულ რესტორანში , მცხეთაში.

დაბრუნება თბილისში.

 


9 დღე

საუზმე სასტუმროში და თბილისი ღირსშესანიშნაობების გაცნობა

 

სამების ტაძრის მონახულება , მტაწმინდის პარკის დათვალიერება  , პანთეონის მონახულება , სადაც განისვენებს მრავალი ცნობილი პოეტი , მწერალი , მსახიობი.

გასეირნება თბილისის ცენტრალურ ქუჩებში : შარდენი , ლესელიძე , აბანოთუბანი , რუსთაველი

თავისუფალი საღამო . ღამისთევა სასტუმროში

 

10 დღე 

ტრანსფერი აეროპორტამდე.


 

ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook