ტური 5
 1 დღე
ჩამოფრენა თბილისში , ტრანსფერი აეროპორტიდან და განთავსება სასტუმროში
 დასვენება.წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მონახულება. მეტეხი , ანჩისხატი ( VI ს. ) ნარიყალას ციხესიმაგრე . შემდეგ მშვიდობის ხიდი , რომელიც არქიტექტურის სირთულის მიხედვით არის მეოორე მსოფლიოში
 შემდეგ ავალთ მთაწმინდაზე , ვნახავთ პანთეონს ქართველი საზოგადო მოღვაწეების . ფუნიკულიორს , საიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედი ქალაქის. ღამისთევა თბილისში


2 დღე
დილით ადრე გამგზავრება ბათუმში , შავიზღვისპირეთში. ბოტანიკური ბაღის დათვალიერება , რომელიც დაფუძნებულია 1912 წელს და არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. 5000 მდე ეგზოტიკური მცხენარის ნახვას შეძლებთ , ასევე მოინახულებთ ვარდების ბაღს , სადაც ვარდის 1200 სახეობაა წარმოდგენილი.   ბათუმი– აჭარის გული , ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი , ბულვარის სიგრძეა 12 კმ. და წელს მიაღწევს 20 კმ.ს ევროპაში ყველაზე გრძელი და ლამაზი ბულვარია!
დავათვალიერებტ ბათუმის ცენტრს , ვეწვევით აჭარის მუზეუმს. შემდეგ გავემგზავრებით სარფში ( საქართველოსა და თურქეთის საზღვარი) ხოლო უკანა გზაზე გამოვივლით გონიოს ციხე–სიმაგრეში
საღამოს დავტკბებით მოცეკვავე შადრევნების შოუთი 
განთავსება და ღამისთევა ბათუმში


3 დღე
საუზმე სასტუმროში . ექსკურსია მაღალმთიან აჭარაში , რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2500 მ. სიმაღლეზე. გზად დაინახავტ აჭარის ყველაზე გრძელ მდინარეს – აჭარისწყალს. მახუნცეთის შადრევანი მოგხიბლავთ თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით!მოვინახულებთ 3 კუთხეს მთიანი აჭარის : ქედა , შუახევი  და ხულო . გამგზავრება ქუთაიში , ვახშამი ქართულ ტრადიციულ რესტორანში


4 დღე
საუზმე სასტუმროში . ექსკურსია ქალაქში.მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს , მოწამეთას , გელათის აკადემიას , რომელის დაარსა მედე დავით აღმაშენებელმა. გამგზავრება თბილისში და ტრანსფერი აეროპორტამდე.


ამინდი
თბილისი

Греция. Подбор тура и бронирование
Follow us on Facebook