
1 დღე
ჩაფრენა თბილისში , ტრანსფერი აეროპორტიდან და გამგზავრება ბაკურიანში
დღეისათვის ბაკურიანში სასრიალო და გასართობი ადგილებია "კოხტა გორა", ოცდახუთმეტრიანი სათხილამურო ტრასა, "ტატრა", "დიდი ველი", პარკი.
“კოხტა გორა”, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 2115 მეტრია. სიგრძე კი 1200 მეტრი, იყოფა ორ ნაწილად ე.წ. “პლატო” და ციცაბო ფერდი. აქ სამი საბაგირო გზაა: ორი ბიგელით და ერთი სკამებით, დიდი საბაგირო გზის სიგრძე - 1200 მეტრია, რომელიც იყოფა შუალედური სადგურით - “პლატო”. პლატოზე ძირითადად გამოუცდელი მოთხილამურეები სრიალებენ, რაც შეეხება ტრასის მეორე ციცაბო ნაწილს, იგი შედარებით მოკლეა, მაგრამ ადგილ-ადგილ მისი დახრილობა 52 გრადუსაც კი აღწევს, ასე რომ აქ მხოლოდ გამოცდილ მოთხილამურეებს თუ შეხვდებით. მსურველებმა აქვე შეიძლება დაიქირაონ თხილამურები